სოფელ რატევნის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გადასახადის ვადებს აპროტესტებს

0

1368948668_safe_imageსოფელ რატევნის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის ქვითარზე აღნიშნულ ვადაში თუ ვერ მოხდა თანხის გადახდა, შპს „სოკარ ჯორჯიას“ ბოლნისის ოფისის თანამშრომლები ერთ დღესაც არ პატიობენ და მასობრივ ჩაჭრებს ახორციელებენ.  ქვითარზე აღნიშნულია, რომ მიმდინარე გადასახადი აბონენტმა 10 რიცხვამდე უნდა დაფაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. აღდგენისთვის დამატებითი ხარჯების დაფარვა ისევ მომხმარებელს ეკისრება. ადგილობრივები გადასახადის გადავადებას 20 რიცხვამდე ითხოვენ, რადგან მათი უმეტესობა უმუშევარია და თანხას პენსიიდან იხდიან. აღნიშნული პრობლემით სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა შპს „სოკარ ჯორჯია“ ბოლნისის ბიზნეს-ცენტრს მიმართა, თხოვნაზე უარი მიიღო, რადგან გადასახადს სათაო ოფისიდან არეგულირებენ და მსგავსი საკითხების გადაწყვეტა სერვისცენტრებში არ ხდება. თუ ჩაჭრებს არ განახორციელებენ თანამშრომლები, მათ  ხელფასიდან გარკვეული თანხა ეჭრებათ.

Share.

Comments are closed.