სოფელ ბალიჭში ხანძარი ლოკალიზებულია

0

სოფელ ბალიჭის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოვებით 16:00 საათზე გაჩნდა, სახანძრო მანქანის ჩასვლამდე ხანძრის  ჩაქრობას  ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიციის თანამშრომლებთან და სამაშველო სამსახურთან ერთად ცდილობდა.  ცეცხლს ძლიერი ქარი სწრაფად ავრცელებდა. ბოლნისიდან ჩასულმა მეხანძრეებმა ხანძარი მალევე ჩააქრეს. დამწვარია დაახლოებით ერთი ჰექტარი ტყის ფართობი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდა დაბა კაზრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.


Share.

Comments are closed.