„სიონმა” „ჩიხურას” 2:1 მოუგო

0

დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის 23-ე ტურის მატჩი გაიმართა. ბოლნისის „სიონს” საჩხერის „ჩიხურამ” უმასპინძლა. ბოლნისელებმა მასპინძლები 2:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ტაიმში სიონმა შეუტია და დაწინაურდა კიდეც.  59-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძემ მშვენიერი გოლი გაიტანა მეტოქის კარში, ხოლო 77-ე წუთზე 22 წლის ჯაბა უგულავამ შეძლო ანგარიშის გაზრდა 2:0. „ჩიხურას” ფეხბურთელებმა 82-ე წუთზე ზაზა ჭელიძის გოლით ანგარიშის სხვაობა ერთით შეამცირეს.

საბოოლოდ მატჩი ლადო ბურდულის გაწრთვნილების  გამარჯვებით დასრულდა 2:1.


Share.

Comments are closed.