„სიდა“-მ ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

0

imggenარასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-ს ორგანიზებით ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის გაიმართა კონკურსი თემაზე – „კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდები”.

აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა, სადაც კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები და  ფულადი ჯილდო გადაეცათ.

„სიდა”-ს მიერ გამოცხადებული კონკურსები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში” ფარგლებში შედგა.

კონკურსის მიზანს აღნიშნული სფეროს მიმართ  მედიის წარმომადგენლებისა და  ბლოგერების ინტერესის გაზრდა წარმოადგენდა, რათა მათ მოახდინონ საზოგადოებისათვის  ადეკვატური  ინფორმაციის მიწოდება იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს მართლმსაჯულების სფეროში.      

აღნიშნული კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც  განსხვავებული ფორმატით წარიმართა როგორც  ჟურნალისტების, ისე ბლოგერების შემთხვევაში. მედიის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად მოამზადეს მედია მასალა, რომელიც განათავსეს ტელე, ბეჭდურ და ინტერნეტ მედია საშუალებებში.

სულ მონაწილეობა მიიღო 10-მა ჟურნალისტმა, საიდანაც წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ იქნა 3 საუკეთესო სიუჟეტი/სტატია.

რაც შეეხება ბლოგერებს, მათ კონკურსის ფარგლებში საშუალება ჰქონდათ იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან მიეღოთ ინფორმაცია სფეროში არსებული პროცესების შესახებ. შემდეგ კი 4 საათის განმავლობაში თავად მოემზადებინათ მასალა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე და განეთავსებინათ საკუთარ ბლოგზე. კონკურსში მონაწილეობა 6-მა ბლოგერმა მიიღო, რომელთაგანაც 3 გამარჯვებული იქნა შერჩეული.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევართა შერჩევაში მონაწილეობას იღებდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველი ქართლოს თეთრაული. დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წარმომადგენელი, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ ხარებავა. გარდა ამისა კომისიის წევრებს წარმოადგენდნენ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრიდან, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მუშაკი შოთა ვაშაყმაძე და სიდას გუნდის წევრები.

პირველ ადგილზე გასული საუკეთესო სტატიის ავტორები ჟურნალისტები ნინია მაჭარაშვილი და ნინო ბაქრაძე გახლავთ, რომელთა საკონკურსო სტატიას სათაურად „განრიდებულის პირადი საქმე” ჰქონდა.

მეორე და მესამე ადგილზე  გასული ნამუშევრები კი  ტელევიზია  TV3- ისა და   და ინტერნეტ გამოცემა www.freea.ge -ს ჟურლაისტებს  ბელა ზაქაიძესა და  ლალი შენგელიას ეკუთვნოდა.

,, ჩვენს მიერ მომზადებული საკონკურსო სტატია არასრულწლოვანი განრიდებულის პირად საქმეს ეხებოდა, სადაც კონკრეტულად განრიდებულთან გვაქვს ინტერვიუ ჩაწერილი, რა თქმა უნდა იდენტიფიცირების დაცვით. ასევე ვესაუბრე მის მშობლებს, მეგობრებს, სოციალურ მუშაკს და მედიატორს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ საქმეში. არასრულწლოვანისგან გავიგეთ  თუ რაში დაეხმარა პრობაციის სააგენტოს პროგრამა, ან რა ხარვეზები არსებობდა ამ მხრივ. მოკლედ ერთგვარად  საინტერესო გამოვიდა, თუმცა არ ველოდი თუ პირველ ადგილს ავიღებდით. ამიტომ  დიდ მადლობას ვუხდი „სიდა”-ს ამ საინტერესო იდეის ორგანიზატორობისთვის”,- განაცხადა გამარჯვებული სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა ნინია მაჭარაშვილმა.

10003358_679377305457196_248261388_n 10008445_679377202123873_1552138479_n

 

 

 

 

 

კონკურსის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა შოთა ვაშაყმაძემ კონკურსის შედეგები დადებითად შეაფასა.

,, საკმაოდ კარგი და საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი, გამომდინარე აქედან კომისიის წევრებს ძალიან გაგვიჭირდა გამოგვევლინა პირველი ადგილის გამარჯვებულები. ნამუშევრები იმდენად  ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ  მოვიშველიეთ დამატებითი შეფასებითი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მოხდა  ყველაზე საუკეთესოს შერჩევა.

ბლოგერების შეთხვევაში დიდი აქცენტი კეთდებოდა კრეატიულობაზე, ასევე იმ საშუალებებსა  და ხერხებზე რისი მეშვეობოთაც უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა საზოგადოების მხრიდან მათი ნამუშევრები. ამიტომაც იყო, რომ შერჩევის პროცესში   ჩართულები იყვნენ უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტები, ასევე ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც კვალიფიციურ შემფასებლებად გამოვიდნენ ამ შემთხვევაში. მათ ზუსტად პროფესიოლ დონეზე განიხილეს თითოეული მათგანი”,- განაცხადა სოციალურმა მუშაკმა  შოთა ვაშაყმაძემ.

ხოლო რაც შეეხება ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულებს.  I ადგილი: ალექსანდრე ქეშელაშვილს, ხოლო  II და III ადგილები  სალომე გორგოშიძესა და ლადო ბიწაძეს ერგოთ.

პროექტის მენეჯერმა  ნინო დემეტრაშვილმა დაჯილდოების  ღონისძიების დასასრულს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილე  ყველა დაინტერესებულ პირს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული სიტუაციის გაშუქებასა და არსებული სირთულეების წარმოჩენის პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

,, ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას და პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების მიმართ.

პროექტის სახელით, მადლობას ვუხდით ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „სიდა”-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში და მცირედი  წვლილი შეიტანა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული სიტუაციის გაშუქებასა და არსებული სირთულეების წარმოჩენის პროცესში”, – აღნიშნა ნინო დემეტრაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ,,სიდა”-ს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი სტუდენტებისათვის თემაზე – „კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები”, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების  ინტერესის გაზრდასა და ინფორმირებულობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. დაეხმაროს სტუდენტებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ამ პროცესებში მათი როლის გააზრებაში.

 

მასალის მომზადდა პროექტის ფარგლებში:  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში.” პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა” 2012 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირის ფინანური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

მარიამ ხაჩიძეyuiyuiikunnamed


Share.

Comments are closed.