სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლის ახალ ონლაინ მომსახურებით მოქალაქეები დოკუმენტებს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ

0

ახალი სერვისის პრეზენტაცია, დღეს იუსტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდოამრემ ლევან სამადაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ირაკლი ლომიძემ გამართეს. ადგილზე მომსახურების სერვისის მიღება შესაძლებელია: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.

ადგილზე მომსახურებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ: ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობა, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის; მოახდინონ არასრულწლოვნის რეგისტრაცია,  მიიღონ ცნობა სულადობის შესახებ, გაიარონ ახალ მისამართზე რეგისტრაცია და მიიღონ საინფორმაციო ბარათი.

ადგილზე მომსახურების სერვისის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

ადგილზე მომსახურების სერვისის მისაღებად განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებ გვერდების საშუალებით www.sda.gov.ge დაwww.psh.gov.ge. ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად მოქალაქეს საჭიროა გააჩნდეს ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.  ადგილზე მომსახურების საფასურია 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულად ატვირთვა.

აღნიშნული სერვისთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 2 40 10 10, ან იუსტიციის სახლს ნომერზე 2 405 405.

Share.

Comments are closed.