საჯარო რეესტრმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივების რეგისტრაცია დაიწყო

0

საჯარო რეესტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივებს არეგისტრირებს. სს კოოპერატივის დარეგისტრირება და მისი სტატუსი მეწარმეებს კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

მეწარმეთა კოოპერირება სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად სიღარიბის დაძლევას,  ბიოლოგიურ და საკომლო (საოჯახო) მეურნეობების  განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მეწარმეთა შესახებ” და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სს კოოპერატივები კერძო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ.   შესაბამისად,  მათ რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ხოლო სტატუსის მინიჭებას – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

დაინტერესებულმა პირმა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატივის დასარეგისტრირებლად, საჯარო რეესტრში უნდა წარადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

  • დაინტერესებული პირის განხადება/დამფუძნებელთა შეთანხმება
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (50 ლარი).

რეგისტრაციის შემდეგ,  მეწარმეებმა უნდა მოიპოვონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერტავის სტატუსი, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ  სს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის წესდება.

Share.

Comments are closed.