სახელისა და გვარის შეცვლაზე მოქალაქეებს განაცხადის დარეგისტრირება სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ

0

სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო და იუსტიციის სახლი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ახალ ონლაინ სერვის სახელის/გვარის შეცვლა. ონლაინ მომსახურებით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი დაარეგისტრირონ სახლიდან გაუსვლელად.        

ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს იუტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ ლევან სამადაშვილმა გამართა.

სახელის/გვარის შეცვლაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ვებ გვერდის საშუალებით www.sda.gov.ge და www.psh.gov.ge. ონლაინ რეჟიმში განაცხადის გასაკეთებლად მოქალაქეს ესაჭიროება ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში და მომსახურების საფასურია 350 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია განაცხადზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონულად ატვირთვა.

 სერვისთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურს 24 საათის განმავლობაში ტელეფონის ნომერზე 2 40 10 10, ან იუსტიციის სახლის საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 2 405 405.

 

Share.

Leave A Reply