სტუდენტების საპროტესტო აქცია „დაიცავი კულტურული მემკვიდრეობა”, რომელიც დაბა კაზრეთის გადასახვევიდან დაიწყო საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა გზა საყდრისამდე ფეხით გაიარეს, შეძახილებითა და ბანერებით: „სოლიდარობა გაფიცულ მუშებს”, „დაიცავი საყდრისი” და ასე შემდეგ. სტუდენტებს დაბის მოსახლეობის, სოფელ ბალიჭისა და გათავისუფლებული მუშების ნაწილი შეუერთდა. აქციაზე იმყოფება მარინა მიზანდარი სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად.
აქციის მონაწილეები კომპანია RMG-ის დაცვის სამსახურმა ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაძაბული სიტუაცია მალე განიმუხტა, აქციის წევრებმა გარე პერიმეტრზე, საყდრისის მისასვლელთან გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი.