სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საყდრისის ირგვლივ ცოცხალ გალავანს გააკეთებენ

0

cms-image-00001610422 მარტს,  9:30-ზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კაზრეთში გაემგზავრებიან და საყდრისის საბადოს ირგვლივ ცოცხალ გალავანს გააკეთებენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ უერთდება კომპანია  RMG-ის გაფიცული მუშების ნაწილი და ისინი ერთად, ამ ფორმით შეეცდებიან შეაჩერონ უძველესი მაღაროს ნგრევის პროცესი.

ხვალინდელი აქციის სლოგანია „გამოფხიზლდი, დაიცავი საყდრისი!“ 

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიას კომპანია  RMG-ის დაცვის სამსახური იცავს.


Share.

Comments are closed.