სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის – ,,ბოლნისის ეპარქია“ ჩვენება გაიმართა

0
,,…სამშობლო რომელიც გვიყვარს და არ ვიცნობთ…“ 25 თებერვალს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, საორგანიზაციო დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ გადაღებული 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ,,ბოლნისის ეპარქია“,- ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ბოლნელი მთავარეპისკოპისი ეფრემის ლოცვა-კურთხევით რეჟისორმა ლეილა გიგაურმა გადაიღო. ფილმის პრეზენტაციაზე მეუფე ეფრემი, მეუფე თადეოზი, მამა ილია ჭიღლაძე, ბოლნისის მუნიციპალუტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე, მისი მოადგილეები და კუტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. ღონისძიებას მამა პეტრე უძღვებოდა.  ესწრებოდნენ. ღონისძიებას მამა პეტრე უძღვებოდა. მან საზოგადოებას ფილმის არსი გააცნო. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ლეილა გიგაურმა ფილმზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მეუფე ეფრემის ღვაწლზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ ჟანრში და გადაწყვიტა საქართველოს სხვა ეპარქიებიც გააცნოს. ღონისძიებაში მონაწილეობა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმაც მიიღეს.

 

Share.

Comments are closed.