ღვაწლმოსილი და წარმატებული ქალბატონებისთვის სალონური კაფე-საღმო მოეწყო

0

კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს პლანეტის უმშვენიერეს არსებებს- ქალებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. 7 მარტს რიტუალების სახლში, კულტურის ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სახლის ძალისხმევით სალონური კაფე-საღამო მოეწყო ღვაწლმოსილი და წარმატებული ქალბატონებისთვის. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები, ადამიანები, რომლებმაც ათეული წლები შეალიეს საკუთარ პროფესიას და ერთგულად ემსახურნენ რაიონს. ლამაზ საღამოს საბავშვო თეატრის ,,საზღაპრეთი 2-ის“ ხელმძღვანელი იზოლდა ნიავაძე უძღვებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობა იმ შემოქმედებითმა კოლექტივებმა მიიღეს, რომლებიც კულტურის სახლში მოღვაწეობენ. თითოეული მონაწილე საკუთარ გამოსვლაში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ლამაზი სიტყვებით ეფერებოდა და ხაზს უსვამდა მათ როლსა და მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურობაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა და მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მიმარეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს, სალონური ღონისძიება რამდენიმე საათს გაგრძელდა და თითოეული ქალბატონისთვის დაუვიწყარ საღამოდ იქცა.

ალექსანდრა ობოლაძე:  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ძალისხმევით მოხერხდა ორი ღონისძიბის ჩატარება, რომელიც ბოლნისელ ქალბატონებს მივუძღვენით, ძალიან ლამაზი საღამოა. რა თქმა უნდა ჩვენ აქ ვერ მოვახერხებდით ყველა ქალბატონის შეკრებას. ეს იყო ერთგვარი პატივისცემის გამოხატულება იმ ქალბატონების მიმართ, რომელთა თავდადება, სიყვარული წლების განმავლობაში მიმართული იყო ბოლნისის რაიონისადმი“.

ნანა დევნოზაშვილი: ,,ძალიან ბედნიერი დღე მაქვს დღეს. მიხარია ამ საღამოზე რომ მომიწვიეს და ამდენ ლამაზ ქალბატონს რომ ვუყურებ. მთელი ჩემი ცხოვრება კულტურის სფეროში გავატარე და ასეთ საღამოებს ხშირად ვაწყობდი-ხოლმე. მინდა ყველა აქ მყოფ ქალბატონს მივულოცო გაზაფხულის დღესასწაულები და ვისურვო, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყოს. ასევე მინდა, რომ ჩვენს მონატრებულ საზოგადოებას ასეთი საღამოები ხშირად ჰქონოდეს. დღევანდელი დღისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და კულტურის სამსახურს“.

იზოლდა გრძელიშვილი: ,, ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა დღესასწაულებს. ყოველთვის სიყვარულით გარემოცული ყოფილიყავით. მინდა სიყვარულით მოგიძღვნათ ჩემი ლექსი:

„მაჩუქე სიხარული, მაჩუქე, მეც გამაძლებინო იქნებ,

მაჩუქე სიყვარული, მაჩუქე, თორემ ვეღარ ვუძლებ ფიქრებს,

ხელში ოცნება არ შემამსხვრიო, როგორც ეს მაწვნის ქილა,

ოღონდ ეს ღამე მაჩუქე და ნურც გამთენებია დილა“.

სულიკო ყურაშვილი: ,,ყველა ბოლნისელ ქალბატონს მინდა მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე და  მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს ასეთი საღამოს ჩუქებისათვის. მიხარია, რომ ასეთი წინსვლა არის კულტურის მხრივ რაიონში. მე ვუსურვებ ყველა დედას ყოფილიყოს ძალიან ბედნიერი, რამეთუ ,,ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა”. მე განათლების სფეროში 45 წელი ვიღვაწე და ახლაც სოფელ ნახიდურის სკოლაში ვმუშაობ პედაგოგად”.

თამარ ხოფერია DSC_0539


Share.

Comments are closed.