საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში

0

ტრენინგი სკოლასჰიბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების საბუნებისმეტყველო სპეციალობის პედაგოგებისთვის #1 საჯარო სკოლის ქიმიის კაბინეტში ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანიცაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. პროექტს  არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს: კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოვიჟენი“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქსი“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები _ საქართველო. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)  ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

„ჩვენი შეხვედრა პედაგოგებთან მოიცავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის ზრუნვას, ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად მიტანას, რადგან მომავალ თაობას ჩამოუყალიბდეს სუფთა გარემოში ყოფნის ჩვევა და ხასიათში  ჩაუჯდეს თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ გარემო არ დაბინძურდეს. ასევე ჩვენი ინიციატივაა სკოლებში ეკო-კლუბების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა იმუშაონ კლუბებმა და ძირითადად რა თემებზე“. _ აღნიშნა bolnisi.ge-თან პროექტის კონსულტანტმა მადონა პირველაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ პროექტით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და პედაგოგებს დაატრენინგებს, თუ რა უნდა იცოდნენ საქართველოში  საყოფაცხოვრებო მართვის პრაქტიკაზე და მის განხორციელებაზე.

Share.

Comments are closed.