„როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე“

0

memkvidreobaმემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).

არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან ანდერძი მოიცავს სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან  ანდერძი, მართალია, იყო დატოვებული მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა (ბათილად იქნა ცნობილი).

იმისათვის, რომ კონკრეტულ ქონებაზე მემკვიდრეობის საფუძველზე  წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე/ქონებებზე, ან/და ე.წ. ზოგადი ხასიათის (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც  კანონით მემკვიდრეზე, ისე ანდერძის არსებობის შემთხვევაში).  სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მემკვიდრე (ახალ მესაკუთრეს), თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

ეს დოკუმენტებია:

1)       განცხადება (რომელსაც ავსებს მიმღები ოპერატორი);

2)       მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3)       სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი;

შენიშვნა: თუ წარდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა აგრეთვე უნდა წარადგინოს იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება.

4)       თუ სამკვიდრო ქონება არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, აგრეთვე წარდგენილ უნდა იქნეს  მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;

(მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას აწარმოებენ საამზომველო კომპანიები)

5)       მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:

4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი

 შენიშვნა: თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება ან/და დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები (გარდათვითმმართველიქალაქების  ადმინისტრაციულსაზღვრებშიდარეკრეაციულტერიტორიებზემდებარესასოფლოსამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთებისა), რეგისტრაცია წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 4 სამუშაო დღის ვადაში.

შესაძლებელია დაინტერესებული პირის/მემკვიდრის დაჩქარებული მომსახურებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

 სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 დამატებითი ინფორმაცია:

  • თუ დაინტერესებულ პირს/მემკვიდრეს რეგისტრაციის წარმოება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა წარადგინოს სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე.  ტელ.: 2405405 ან საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე:  https://www.facebook.com/NAPR.gov.ge?ref=hl


Share.

Comments are closed.