რეგიონალურ ტურნირზე ბოლნისელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს

0

ჭიდაობაქალაქ რუსთავში ჩატარდა რეგიონალური პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობდნენ სპორტსმენები ქვემო ქართლის მასშტაბით.

„გახარებული ვარ, მასახელეს ჩემმა ბავშვებმა,  I ადგილი 47 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა  სანან კაზუმოვმა, ხოლო 53 კგ. წონით კატეგორიაში გიგა დემურაშვილმა. მესამე საპრიზო ადგილი აიღეს 32 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მახნიაშვილმა, 38 კგ. წონით კატეგორიაში დავით ურუმაშვილმა, 63 კგ. წონით კატეგორიაში ზვიად ლომსაძემ და 73 კგ. წონით კატეგორიაში გივი ასლანიშვილმა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასი გადაეცათ.“- აღნიშნა თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა ელგუჯა ბასილაშვილმა.


Share.

Comments are closed.