რა გახდა სოფელ ბალიჭის ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი

0

სოფელ ბალიჭის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა. 

მიხეილ ადუაშვილი, მეხანძრე: „შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ, მაშინვე მივიღეთ ზომები, ადგილზე მოსვლიდან ნახევარსაათში მოვახდინეთ ცეცხლის ჩაქრობა.”

ჯემალ მიქელაძე: „საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო მოსახლეობამ ე.წ პანტიანის ხეობაში, ერთ-ერთი ადგილობრივი ტყესტან ახლოს საკუთარ ნაკვეთში ახორციელებდა გადაწვით სამუშაოებს, ძლიერმა ქარმა ცეცხლი გადაიტანა და ტყეს მოედო.”

სახანძრო მანქანის ჩასვლამდე ხანძრის  ჩაქრობას ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიციის თანამშრომლებთან და სამაშველო სამსახურთან ერთად ცდილობდა.  ცეცხლს ძლიერი ქარი სწრაფად ავრცელებდა. დამწვარია დაახლოებით ერთი ჰექტარი ტყის ფართობი.


Share.

Comments are closed.