რა განცხადება გაავრცელა კომპანია RMG-იმ აქციის მონაწილეებში

0

კომპანია RMG-ის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყიში აქციის მონაწილეებმა შიმშლობა შეწყვიტეს, პროტესტი არ ცხრება. 7 მარტს, თბილისში მთვრობის კანცელარიასთან აპირებენ მუშები შეკრებას.  

„გაფიცვა ისევ გრძელდება. ველოდებოდით, რომ უნდა შექმნილიყო სამმხრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის დამსაქმებელი, დასაქმებული და მთავრობა, თუმცა ჩვენთვის უცნობია რატომ ვერ შეიქმნა აღნიშნული კომისია. რაც შეეხება ადმინისტრაციას არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ხვალ 7 მარტს დაანონსებულია აქცია თბილისში კანცელარიასთან იმის გამო, რომ მოვუწოდოთ მთავრობას დროულად ჩაერთონ პროცესებში. რაც შეეხება თუ რას ვაპირებთ მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, RMG Gold-ის პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი რთველაძე.

რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებში კომპანიის ადმინისტრაციამ საინფორმაციო ფურცელი გაავრცელა.

„კომპანიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით მოგმართოთ, რათა განგიმარტოთ სიტუაცია და გაგაცნოთ კომპანიის პოზიცია.

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის ივნისიდან კომპანიებს RMG Copper-სა და RMG Gold-ს ჰყავთ ახალი მესაკუთრე, რომელიმაც უპრეცენდენტო ინვესტიცია დააბანდა ქართულ სამთამადნო მრეწველობაში. თუმცა, თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მადნის შემცველობამ მკვეთრად იკლო და წარმოება არარენტაბელური გახდა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 90% პროცენტის ფორმირება დამოკიდებულია სწორედ ჩვენი კომპანიების ფუნქციონერებაზე, ბოლო დრომდე ვცდილობდით წარმოების სიმძლავრის გაზრდას, სამუშაო ძალის შენარჩუნებას და მადნის მოპოვების გაზრდით იმ დანაკარგების კომპესირებას, რაც მადანში სასარგებლო კომპონენტების შემცველობის კლებით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ს.ს RMG Copper-ისა და RMG Gold-ის თანამშრომლებამა მიმართეს საპროტესტო აქციებს, დღემდე არ ცხადდებიან სამსახურში და თავს არიდენ შრომითი მოვალეობის შესრულებას. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დაძაბვის პირველივე ნიშნებზე პროფკავშირული ორგანიზაცია გამოეთიშა პროცესეს და თქვენ აღმოჩნდით მათ მიერ დაწყებული გაფიცის და მისი შედეგების პირისპირ. მიუხედავად ადმინისტრაციის მცდელობისა, თქვენი მოთხოვნების გარკვეული ნაწილის გაზიარების გზით მიგვეღწია შეთანხმებისათვის საპროტესტო აქციების ორგანიზატორების ძალისხმევით პროცესები დღითიდღე უფრო უმართავი ხდება. ეს კი საბოლოო ჯამში ვფიქრობთ გამოუსწორებელ ზიანს მოგაყენებთ პირველ რიგში თვენ – კომპანიის დასაქმებულებს, ასევე დაბა კაზრეთს და მთლიანად რეგიონს. ამასთან, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენი ქმედებები შესაძლოა გამოყენებული იქნეს მესამე პირების მიერ საკუთარი მიზნების მიღწევის საქმეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით არ აჰყვეთ სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს და გამოიჩინოთ კეთილგონიერება, დაუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს და განვაგრძოთ შემდგომი თანამშრომლობა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას არ გადადგას მისთვის არასასურველი ნაბიჯი – ვაკანსიების გამოცხადების გზით სამუშაოდ მოიწვიოს ახალი თანამშრომლები. ” – ნათქვამია მიმართვაში.

 


Share.

Comments are closed.