რატომ აბრუნებს მოსახლეობა უკან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათებს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 7630 სასოფლო-სამეურნეო ბარათია გაცემული. აქედან 6554 უკან იქნა დაბრუნებული. მოსახლეობა  „ხვნის ბარათების“ ნაცვლად „აგრო ბარათებს“ მიიღებს.

„ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას უკვე დახნული აქვს მიწის ნაკვეთები და ესაჭიროებათ სათესლე მასალა, სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალებები, უკან აბრუნებენ  „ხვნის ბარათებს“, მათ ნაცვლად კი მიიღებენ „აგრო ბარათებს“. უკან დაბრუნებული ბარათები იგზავნება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც ხდება გადაანგარიშება. 1 ჰექტარზე გათვლილია 140 ლარის შესაბამისი ქულები, ერთი ქულა  უდრის ერთ ლარს. ვინც ბარათები უკან დააბრუნა,   მიწის ფართობის შესაბამისად „აგრო ბარათზე“ დაერიცხება ქულები, რისი საშუალებითაც  შეეძლება კონკრეტულ მაღაზიაში მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი“._ აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნაირა გაბრიჭიძემ.


Share.

Comments are closed.