სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში

0

IMG_2449რატევნის საჯარო სკოლის თვითმართველობის თავჯდომარის, ბექა კოდიაშვილის ინიციატივით ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები.

საპრიზო ადგილზე გავიდნენ IX, X და XI კლასები. პირველ ადგილზე გავიდა X კლასის გუნდი, მეორეზე – XI კლასელები, ხოლო მესამეზე – IX კლასი. I ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, ხოლო გუნდის კაპიტანი -„ოქროს” მედლით. II-III ადგილზე გასული გუნდები-საპატიო სიგელებით, მათი კაპიტნები კი, შესაბამისად, „ვერცხლისა” და „ბრინჯაოს” მედლებით.

ყველა მოთამაშე აქტიურად და მონდომებით თამაშობდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურეს. IX კლასიდან თავი გამოიჩინეს ნიკა კოდიაშვილმა, ლევან მიქელაძემ და რამაზ ღონღაძემ, X კლასიდან -ვანო ავქოფაშვილმა, დავით გუნაშვილმა, ზურა დევნოზაშვილმა, XI კლასიდან – გიორგი ლონდარეშვილმა, თორნიკე ლაზარეშვილმა, მამუკა მიშელაძემ, ბექა კოდიაშვილმა, XII კლასიდან კი – დავით გორდაძემ და ანა კულდონაშვილმა, რომელიც ერთადერთი გოგონა იყო აღნიშნულ ტურნირში.

დასახელდნენ აგრეთვე საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა კუთხით. კერძოდ: საუკეთესო გოლის ავტორად ერთხმად აღიარეს XII კლასის მოსწავლე ანა კულდონაშვილი, საუკეთესო მეკარედ -გამარჯვებული გუნდიდან დავით გუნაშვილი, ბომბარდირად კი – ასევე გამარჯვებული გუნდიდან ზურა დევნოზაშვილი.

IMG_2426

IMG_2436

IMG_2444

IMG_2414

IMG_2416

IMG_2416

IMG_2432

IMG_2432

IMG_2434

IMG_2443

IMG_2456

IMG_2459

Share.

Comments are closed.