პროექტების – “თსუ-დესპანისა” და “საბავშვო უნივერსიტეტის” ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართება

0

ოთხ მარტს, ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროექტების – “თსუ-დესპანისა” და “საბავშვო უნივერსიტეტის” ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის მიზანია მაღალი კლასის მოსწავლეებს გააცნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს ხელშეწყობით. პრეზენტაციას გაუძღვება თსუ-ს განათლების მეცნიერებების მიმართულების დოქტორანტი ნანა შეითნიშვილი.

დასაწყისი 13:00 საათზე.


Share.

Comments are closed.