„პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის დაინტერესებული პრობლემის გადაჭრით”

0

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებს შეხვდნენ. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, კანცელარიის მრჩეველი ბექა ნაცვლიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პაატა ჟორჟოლიანი და ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი კახა საკანდელიძე დაესწრნენ.
გაფიცული მუშები სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არის დაინტერესებული პრობლემის გადაჭრით. ამ მიზნით მთავრობის კანცელარიამ, როგორც დასაქმებულ, ისე დამსაქმებელ მხარესთან შეთანხმებით, შეარჩია მედიატორი, რომელიც ორშაბათიდან აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და შეისწავლის პრობლემის მიზეზებს”. – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის  ვებ გვერდზე განთავსდა.

 


Share.

Comments are closed.