პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი კომპანია RMG-ის გაფიცულ მუშებს შეხვდა

0

დასრულდა შეხვედრა დაბა კაზრეთის კულტურის სახლში, სადაც ერთმანეთს  შეხვდნენ საწარმოს საგაფიცვო კომიტეტის წევრები, RMG გოლდისა და RMG კოპერის პროფკავშირები და შემათანხმებელი პროცედურების განმახორციელებელი მედიატორი.

„დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული უთანხმოების გადაჭრის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინტერესია მალე მოგვარდეს ეს საკითხი, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით მოხდა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეთავაზება იმ კანდიდატების, რომლებსაც შეუძლიათ მოლაპარაკება აწარმოონ. ორივე მხრიდან მოხდა შეჯერება ჩემს კანდიდატურაზე, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა მქონდა დასაქმებულებთან და გავეცანი მათ მოთხოვნებს. შემდგომი ეტაპი იქნება კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და იმედი მაქვს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ეფექტურად გადაწყდება შეთანხმება“.- აღნიშნა შემათანხმებელი პროცედურების განმახორციელებელმა მედიატორმა ირაკლი ყანდაშვილმა.


Share.

Comments are closed.