პირველი ივნისიდან ყოველი მესამე ბავშვის მშობელს სახელმწიფო ყოველთვიურად ფულად დახმარებას გაუწევს

0

პირველი ივნისიდან ყოველი ახლადდაბადებული მესამე ბავშვის მშობელი, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოსაგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი და მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდეს. პირადად ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პირადად ვუხელმძღვანელებ სახელმწიფო კომისიას. მთავრობა უკვე დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ- მინისტრის ინიციატივით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შობადობის მნიშვნელოვანი კლება და არ არის ბუნებრივი  მატება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელიმწიფოსაგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მთიან რეგიონებში 200 ლარით, ხოლო ბარში 150 ლარით. პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება 6 რეგიონს შეეხება.

დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ.

 

Share.

Comments are closed.