მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სოფელ გეტასა და ფოცხვერიანის მოსახლეობას შეხვდნენ

0

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და სოფელ გეტასა და ფოცხვერიანის მოსახლეობას შორის. სოფლის კრებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად ტარდება. სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას კონსტანტინე კორძაძე გაესაუბრა და სოფლისთვის უმთვრეს პრობლემებზე ესაუბრა. სოფელ გეტაში გასულ წელს მოსახლეობამ უპირატესობა რიტუალების სახლის მშენებლობას მიანიჭა. 2013 წელს სარიტუალო დარბაზის მშენებლობის პირველი ეტაპი განხორციელდა და წელს მისი დასრულება ითხოვა მოსახლეობამ. სოფელ ფოცხვერიანში 160 ოჯახი ცხოვრობს. 2012 წელს ფოცხვერიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რიტუალების სახლი აშენდა და კეთილმოეწყო. შარშინ კი, სოფლის გარკვეული ნაწილის შიდა გზები მოიხრეშა. ფოცხვერიანის მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წელს სოფელში არსებული რიტუალების სახლისთვის სამზარეულოს მიშენება სთხოვა. სოფელში ასევე პრობლემა აქვთ სასმელ წყალთან დაკავშირებით. კერძოდ, ფოცხვერიანი გასულ წელს გამრიცხველიანდა, თუმცა წელს არსებულმა ყინვებმა მრიცხველები დააზიანა და მოსახლეობა სასმელი წყლის გადასახადს ისევ სულადობის მიხედვით იხდის. ,,გასულ წელს სოფელ გეტაში 17 000 ლარი იყო გამოყოფილი. მოხდა კლუბის გადაკეთება რიტუალების სახლად. სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, კერძოდ მოხდა დაზიანებული კედლების აღდგენა, იატაკის დაბეტონება და კარ-ფანჯრების შეცვლა. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდება რიტუალების დასრულება. რაც შეეხება სოფელ ფოცხვერიანს, აქ რიტუალების სახლი დასრულებულია და ითხოვენ სამზარეულოს მიშენებას“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.