ოთხი კურდღლით დაწყებული ბიზნესი

0

1982731_10152261311408007_1969377634_o
გაგაცნობთ სოფელ ხატისოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა ფერმერს, რომელმაც საკუთარი ხარჯებით საცხოვრებელ სახლში მინი ფერმა მოაწყო. თავიდან მოყვარულის დონეზე ოთხი ბაჭია შეიძინა, თუმცა ერთი წლის წინ გადაწყვიტა თავისი საქმიანობისთვის ბიზნესის სახე მიეცა და ბოცვრების გამრავლება დაიწყო. მეორადი მასალით კურდღლებს ორ განყოფილებიანი სათავსოები მოუწყო, ერთში სადედე გუნდი განათავსა, მეორეში კი მოზრდილი ბაჭიები.

„მაქვს სპეციალურად დამუშავებული პროგრამა, რითაც ვხელმძღვანელობ. საკვებად ძირითადად ვიყენებ ქერს, ხორბალს, სიმინდს, შვრიას, სოიოს, მზესუმზირის შროტს, კალციუმსა და ფოსფორს. ცილების რაოდენობა რეგულირდება 16-18 % შუალედში, ხოლო ზამთრის პერიოდში ხდება ვიტამინების შვსება ბოსტნეულითა და პრეპარატების საშუალებით. ბოცვრებს თივა სულ უდევთ გალიაში, მარცვლეულის ჩამატება ხდება დილით და საღამოს, შუა დღის პერიოდში კი ვაძლევ წვნიან საკვებს“. – აღნიშნა მიშა პეტრიაშვილმა.

ამ ეტაპისთვის ფერმაში 80 კურდღელია, თუმცა უკვე შეძლო 300-მდე ბაჭიის რეალიზაცია. ბოლნისში ბოცვრების მოშენებას ხატისოფელში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა ფერმერი მისდევს. როგორც თავად აღნიშნავს, ეს საქმე საკმაოდ მომგებიანია, ბოცვერი წელიწადში საშუალოდ 4-5-ჯერ იძლევა ნამატს.  მინი ფერმაში თანამედროვე წყლის გაყვანილობა დაამონტაჟა, რომელიც მეტად პრაქტიკულია, ორ დღეში ერთხელ  სუფთა წყლით ავსებს აუზს. ამ ეტაპისთვის მის ფერმაში ორი ჯიშის კურდღელია თეთრი და რუხი გოლიათის და ფლანდრის და შტოკერის ნაჯვარი ბოცვრები, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა

სახორცე მიმართულებაში.

 

„მოვლა რთული ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, სანამ დედა კურდღელთან არიან, ბაჭიები სპეციალურ მოვლას არ საჭიროებენ, რადგანაც დაცულები არიან ვირუსებისგან და სხვა დაავადებისგან. ყოველთვის მაქვს  მედიკამენტების მარაგი. ვაპირებ ახალი ჯიშების ჩამოყვანას უკრაინიდან. ერთი ბოცვერის წონა 6 კილო ნახევრამდე ადის, ეს საუკეთესო შედეგია, 6 თვის ასაკიდან ხდება გამრავლება, საშუალოდ იბადება 8-9 ბაჭია, რომლის გაზრდასაც კარგად ახდენს დედა ბოცვერი“.

10001636_10152261329308007_1491005549_o

ფერმერმა აგვიხსნა და დაგვათვალიერებინა მის მიერ აწყობილი ფერმა, რომლის გადიდებასაც უახლოეს მომავალში აპირებს, როგორც თავად გვიამბობს რეალიზაცია არ უჭირს,  კურდღლის ხორცზე მოთხოვნა დიდია, 1 კგ. ხორცის ფასი კი 15 ლარია. მას მეგობარი ფერმერებიც ჰყავს, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გეგმებსა და გამოცდილებას.

„ადრე საქართველოში შემოდიოდა გაყინული ბოცვერის ხორცი, ამ ეტაპზე  ექსპორტი აღარ ხორციელდება, აქედან გამომდინარე მაღაზიები ძირითადად დამოკიდებულია ადგილობრივ პროდუქტზე. ჩვენ პირობებში კი სრული ციკლი გვაქვს შექმნილი მომარაგების კუთხით. ჩავარდნები არ გვაქვს,

1969707_10152261316068007_1734762607_o

რადგანაც სხვადასხვა ჯიშები გვყავს და ზამთარ-ზაფხულს ერთნაირად ვახდენთ რეალიზაციას, საკმაოდ მომგებიანია სხვა შინაურ ცხოველებთან შედარებით. ერთმა დედა ბოცვერმა შესაძლებელია 50 კგ. ხორცი მოგცეს. მსოფლიოში ყველაზე დიეტურად კურდღლისა და ბოცვრის ხორცი ითვლება. იგი მცირე დოზით შეიცავს ქოლესტერინს და ამასთან, მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი მრავალი დაავადების შემთხვევაში ნებადართულია ავადმყოფებისათვის. ყველაზე მეტად მას კვებითი ალერგიის, ჰიპერტონიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს ურჩევენ პაციენტებს. კურდღლის ხორცის სასარგებლო თვისებების შესახებ იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც, რომლებიც კურდღლის ქონით ფურუნკულს მკურნალობდნენ. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა-32.8გრ, ცხიმი-4.6გრ, ნახშირწყალი-0გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 174კკალ “. – გვიამბობს მიხეილ პეტრიაშვილი.

როგორც ახალგაზრდა ფერმერმა აღნიშნა მიმდინარეობს მოლაპარაკება და თუ მოხდა გრანტების მოძიება, მეგობარი ფერმერები გეგმავენ საქართველოში ყველაზე დიდი ფერმის მოწყობას, სადაც  400 დედა ბოცვერს შეინახავენ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.