მოსწავლეების ინიციატივით სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამონტაჟება მიმდინარეობს

0

მწოლიარტე პოლ.2ბოლნისში სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დამონტაჟება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების მიერ დაწერილმა პროექტმა გაიმარჯვა და 2200 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. ბოლნისის სხვადასხვა სკოლებიდან 4 პროექტი იყო წარდგენილი, სადაც მხოლოდ მეხუთე საჯარო სკოლის კლუბ „ლიბერალის“ პროექტი გავიდა და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ (სიქა) გამარჯვებულად ცნო.

პროექტის ავტორები არიან კლუბ „ლიბერალის“ წევრები მათე ტაბაღუა და მარიამ ფირცხელიანი. თუ რატომ ამოირჩიეს თემად სიჩქარის შემანელებელი ბორცვები, ამაზე თავად გვიპასუხებენ

მარიამ ფირცხელიანი:

_ ეს ინიციატივა მოსახლეობიდან წამოვიდა, რადგან ხშირად გვესმოდა ამ თემაზე საუბრები „ნეტა დამონტაჟდეს სიჩქარის შემანელებელი ბორცვები“ და ა.შ. ამიტომ ეს თემა  დავამუშავეთ და გავიმარჯვეთ კიდეც.

მათე ტაბაღუა:

_ გვინდოდა სკოლის წინ, ფედერალურ ტრასაზე გაგვეკეთებინა, მაგრამ  გამგეობაში გავარკვიეთ, რომ ეს პროექტი მალე განხორციელდება, ამიტომ ჩვენ ე.წ. ანდრეევკის ასახვევში, №6 ბაღის წინ და გეოლოგების დასახლებაში ბულვარის ტერიტორიაზე  დავამონტაჟეთ.

Share.

Comments are closed.