„მისი ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება განაპირობა ადამიანების გულგრილობამ”- ახალგაზრდებმა მოდელიანის ცხოვრებაზე ისაუბრეს

0

კინოჩვენებ.13 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში მორიგი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო მაიკლ დავისის ფილმი „მოდელიანი“.  ორგანიზატორი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი  “ბოლნისის ახალგაზრდობის ცენტრი” იყო. ჩვენებას დაესწრნენ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზატორმა ახალგაზრდებმა და მაყურებელმა. განიხილეს მოდელიანის ცხოვრება და იმსჯელეს მის შემოქმედებაზე, თუ რატომ ცხოვრობდა ასეთი გენიოსი მუდმივ სიღარიბეში და რატომ დასრულდა მისი ცხოვრება ტრაგიკულად.

„ახალგაზრდული ორგანიზაციის მიზანია თვეში ორჯერ ვაჩვენოთ ისეთი ფილმები, რაც ჩვენს თაობას მოსწონს, შემდეგ ვიმსჯელოთ და ერთად გავაკეთოთ დასკვნა თუ რა იყო ამ ფილმში მთავარი და როგორ გვესმის მისი შინაარსი. დღეს ნაჩვენები იყო ამადეო მოდელიანის ცხოვრება, მსჯელობისა და დისკუსიის შემდეგ ერთხმად გადაწყდა, რომ მისი ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება განაპირობა ადამიანების გულგრილობამ მისდამი და მისი ღარიბი ცხოვრებისადმი. ჩვენ საზოგადოებას დავდეთ ბრალი რომ ესოდენ ნიჭიერი ადამიანი სიცოცხლეში არ აღიარეს და სიკვდილის შემდეგ დაედო ფასი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება“._ აღნიშნა bolnisi.ge-თან ორგანიზაციის  ერთ-ერთმა წევრმა გიორგი რეხვიაშვილმა.

კინოჩვენება

ფილმის ჩვენება ყოველ ხუთშაბათს იმართება, დღის სამ საათზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, რაშიც დიდი წვლილი კულტურის სახლის ორგანიზატორებს მიუძღვით. ფილმის ჩვენების გარდა 13 მარტს, კულტურის სახლის ფოიეში #5 საჯარო სკოლის მოსწავლის იზი არზრუმანიდუს მიერ ორიგამში შესრულებული ყვავილებისა და სხვადასხვა ფიგურების გამოფენა მოეწყო.


Share.

Comments are closed.