დაიწყო ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.
დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფალიაშვილი ქუჩისა და სს “ენერგო-პრო ჯორჯია” ბოლნისი ოფისის გუნდები. თამაში ფალიაშვილის ქუჩის გამარჯვებით 10:2 დასრულდა. დღესვე შედგა შეხვედრა ღვინის ქარხნისა და სპორტ კომპლექსის გუნდებს შორი, რომელიც 4:3 დასრულდა.