მინი ფეხბურთის ტურნირის ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

0

დღეს გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირის ორი შეხვედრა, პირველი შეხვედრა სოფელ რატევნის გუნდსა და სამხედრო კომისარიატის გუნდს შორის 7:1 დასრულდა. რატევნელებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. 

დაძაბული გამოდგა მეორე შეხვედრის ბოლო წუთი, ერთმანეთს ბოლნისის მუნიპალიტეტის გუნდი და დაბა თამარისის გუნდი ხვდებოდნენ. 5:1 თამარისელთა სასარგებლოდ სრულდებოდა შეხვედრა, მაგრამ ბოლო წუთზე მოთამაშეთა შორის მომხდარმა დაპირისპირებამ თამაშის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტურნირის ორგანიზატორები ხვალ გადაწყვეტენ რა ფორმიით მოხდება გუნდის, ან კონკრეტული ფეხბურთელის დასჯა. ასე, რომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა. რაც შეეხება დანაჩენ ორ ნახევარფინალისტს ისინი ხვალ გამოვლინდებიან.

ტურნირი მინი ფეხბურთში 6 მარტს დაიწყო, მასში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.

ნახევარფინალები 18, ხოლო ფინალი 21 მარტს გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი. ასევე გათამაშდება სახელობითი პრიზები. თამაზ სტეფანიას სახელობის პრიზი – „საუკეთესო მეკარე“, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის პრიზი – „საუკეთესო თავდამსხმელი“, ვახტანგ უგრეხელიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო მცველი“. მურმან ჯაფარიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო ნახევარმცველი“, ბადრი უგულავას სახელობის პრიზი – „ბომბარდირი“.

შეხვედრები  ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურისა და დასვენების პარკის მინი სტადიონებზე იმართება.


Share.

Comments are closed.