მინი ფეხბურთის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

0

DSC_0402ორი შეხვედრა გაიმართა დღეს მინი ფეხბურთის ტურნირის ფარგლებში. ფალიაშვილის ქუჩის გუნდსა და ღვინის ქარხნის გუნდს შორის შეხვედრა 3:1 დამთავრდა. მეორე შეხვედრა ბოლნისის ცენტრალური უბნების გუნდსა და ტაშკენდის გუნდს შორის შედგა და ცენტრალური უბნელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ამრიგად, გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრების შედეგად ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. 18 მარტს ნახევარფინალებში რატევნი – თამარისი, ბოლნისის ცენტრი – ფალიაშვილის ქუჩა ითამაშებენ.

ფინალი 21 მარტს გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი. ასევე გათამაშდება სახელობითი პრიზები. თამაზ სტეფანიას სახელობის პრიზი – „საუკეთესო მეკარე“, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის პრიზი – „საუკეთესო თავდამსხმელი“, ვახტანგ უგრეხელიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო მცველი“. მურმან ჯაფარიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო ნახევარმცველი“, ბადრი უგულავას სახელობის პრიზი – „ბომბარდირი“.

შეხვედრები  ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და კულტურისა და დასვენების პარკის მინი სტადიონებზე იმართება.

ტურნირი მინი ფეხბურთში 6 მარტს დაიწყო, მასში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.

 

Share.

Comments are closed.