მინი ფეხბურთის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

0

DSC_0409დღეს მინიფეხბურთის ნახევარფინალებში რატევნი – თამარისი, ბოლნისის ცენტრი – ფალიაშვილის ქუჩა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რატევანმა თამარისთან შეხვედრა 2:1 დაასრულა, ბოლნისის ცენტრმა კი ფალიაშვილის ქუჩას 6:1 სძლია. 

ფინალში ერთმანეთს სოფელ რატევანისა და ბოლნისის ცენტრალური ქუჩების გუნდები დაუპირისპირდებიან.

ტურნირი მინი ფეხბურთში 6 მარტს დაიწყო, მასში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები. ტურნირის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექცია.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი. ასევე გათამაშდება სახელობითი პრიზები. თამაზ სტეფანიას სახელობის პრიზი – „საუკეთესო მეკარე“, ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის პრიზი – „საუკეთესო თავდამსხმელი“, ვახტანგ უგრეხელიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო მცველი“. მურმან ჯაფარიძის სახელობის პრიზი – „საუკეთესო ნახევარმცველი“, ბადრი უგულავას სახელობის პრიზი – „ბომბარდირი“.


Share.

Comments are closed.