„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლებმა ბოლნისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებთან და მშობლებთან შეხვედრა მოაწყვეს

0

დემოკრატ ქალთა საზოგადოებაააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ქვ. ქართლში ახორციელებს პროექტს „სკოლამდელი აღზრდა _ ჩენი უფლებაა ქსელის მონიტორინგს“, რომლის მიზანია: ხელი შეუწყოს ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ქალების ჩართულობაზე) სკოლამდელი განათლების სფეროს მხარდასაჭერად ქვემო ქართლის რეგიონში. ადვოკატირების მიზანია ქვ. ქართლში გაიზარდოს სკოლამდელი განათლების სფეროს ხელმისწავდომობა და განათლების სერვისების ხარისხი.

„ჩვენი პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა მოვაწყვეთ მშობლებთან  და ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვების საკითხებით დაინტერესებულ პირებთან. ვისაუბრეთ ბოლნისის სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებული პრობლემებზე და  მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენი პროექტი ძირითადად ითვალისწინებს  ადვოკატირების კამპანიის ჩატარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ საზოგადოებრივი ქსელის ფორმირებით სკოლამდელი ასაკის აღზრდის სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა ამ სფეროში მოახდინონ მუნიციპალიტეტთან ლობირება და მხარდაჭერა ადვოკატირების კამპანიის განხრციელებით. ანუ პირველ რიგში ჩაატარონ სფეროს მონიტორინგი, გამოიკვლიონ საჭიროებები რაც სფეროში არსებობს და  გაუწიონ ამ პრობლემებს ლობირება მუნიციპალიტეტთან.  ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მშობლები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში ისევ და ისევ თავიანთი შვილების სასიკეთოდ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაიზარდა საბავშვო ბაღებში ანაზღაურება, ასევე კეთდება ახალი საბავშვო ბაღი,  ვფიქრობ, რომ ანალოგიური წარმატებები გვექნება ქვ. ქართლის სხვა რაიონებშიც. ბოლნისში მსგავს შეხვედრას უახლოეს მომავალში კვლავ გავმართავთ, შევისწავლით აქ არსებულ მდგომარეობას და ვიმუშავებთ პრობლემატურ საკითხებზე“_ აღნიშნა bolnisi.ge საუბრისას ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წევრმა თამარ სულხანიშვილმა.


Share.

Comments are closed.