კულტურის სახლში ქალთა დღე აღინიშნა

0

გაზაფხული2დღეს ბოლნისის კულტურის სახლში მისულ ყველა მანდილოსანს კულტურის სახლის თანამშრომლები ყვავილებით შეეგებნენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. მანდილოსნების პატივსაცემად შემოქმედებითმა კოლექტივებმა  ღონისძიება მოაწყვეს, რომელიც ბიჭუნათა ანსამბლ „ბოლნისმა“ გახსნა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: „სიონი“, „ბოლნისი“, „ორბელი“, „ბოლნელა“, გოგონათა ანსამბლი „ალილო“. ქორეოგრაფიული ანსამბლები: „თამარიონი“ და „სიონი“. ღონისძიებაზე მოწვეული აზერბაიჯანელი მანდილოსნების პატივსაცემად მარნეულის ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ შესრულდა აზერბაიჯანული ცეკვები. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საათნახევარი გაგრძელდა.

დამსწრე საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ და მისმა მოადგილემ ლონგინოზ გასანოვმა მიულოცეს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაულები.

,,სრულიად საქართველოს ქალებსა და ბოლნისელ ქალბატონებს მინდა დედის დღე მივულოცო. ულამაზესი საღამო იყო.ამით გვინდოდა მათთვის გვეთქვა, რომ ისინი ყოველთვის გვახსოვს და ვაფასებთ. კიდევ ერთი ღონისძიება გველის წინ 7 მარტს, სადაც ასევე იქნებიან წარმოდგენილი ღვაწლმოსილი ქალბატონები. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ქალთა დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს და ვისურვებ, რომ გაზაფხულივით თბილი და ფერადოვანი ყოფილიყოს მათი ცხოვრება“,– განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ.

„დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა ქალაქ ბოლნისში და აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრები მანდილოსნები. შევეცადეთ ამ ლამაზი ღონისძიებით მოვფერებოდით თითოეულს  და მიგველოცა  ქალთა საერთაშორისო დღე. პირადად ჩემთვის დედის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. თითოეულ ქალბატონს მინდა მივულოცო ქალთა დღე და ვუსურვო ბედნიერი დედობა. ყოველთვის გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ყოფილიყვნენ“. – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა მზევიკო ხომასურიძემ.

 

ქალი და გაზაფხულ1 (1)

გაზაფხული3

Share.

Comments are closed.