კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებებზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები პრეს-კონფერენციას გამართავენ

0

cms-image-000016104„საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ ბოლოდროის განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება შეაშფოთა და ცხადი გახადა, რომ ჩვენს უდიდეს ეროვნულ განძს – საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას – საფრთხე ემუქრება.”- ნათვქმია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობოებმა და სტუდენტებმა გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები სტუდენტებთან ერთად შემდეგ ორ მოთხოვნას უყენებენ მთავრობას:

– საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უზრუნველყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, რომლებიც ძეგლს იცნობენ და საზოგადოების ნდობას იმსახურებენ: გიორგი მინდიაშვილი, გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანაშვილი. 

– საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ შესრულდეს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისათვის მიცემული დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკისა და სოფიას უნივერსიტეტებიდან და ამ ნუსხას დაემატოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამთო არქეოლოგიის სპეციალისტი.

პრეს-კონფერენცია 19 მარტს, 12 საათზე  საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.


Share.

Comments are closed.