კომპანია RMG-ი თანამშრომლებისთვის სპეცტანსაცმელს შეიძენს

0

PicMonkey Collage„სს „RMG Copper”-ისა და შპს „RMG Gold”-ის თანამშრომლებისათვის საჭიროა პირადი დამცავი აღჭურვილობის (ტანსაცმელი და სხვა) შესყიდვა და მიწოდება.  სხვადასხვა ტიპის სამუშაოზე დასაქმებულ მუშა-პერსონალს ესაჭიროება სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა და დამხმარე საშუალებები. შრომის უსაფრთხოების სამსახურს შესწავლილი აქვს ეს საკითხი და გააჩნია ყველა  სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა და ტანსაცმლის ზომები.“ -აღნიშნულია კომპანიის გაზეთში „სიახლეები“.

კომპანიამ უკვე გამოაცხადა შიდა ტენდერი ზემოთაღნიშნული აღჭურვილობის შეძენაზე.

„მოთხოვნა გაეგზავნა რამდენიმე ამ პროფილის მომწოდებელს, რომელთა მიერ წარმოდგენილი განფასებების საფუძველზე აირჩევა კომპანიისათვის ყველაზე მისაღები (ფასისა და ხარისხის მიხედვით), რომელთანაც გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება. კომპანია ასევე შეარჩევს მეორე მომწოდებელს განსაკუთრებული შემთხვევებისა და დაზღვევის მიზნით.“ – აცხადებენ კომპანიაში.

შესყიდვები განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე მინიმალური აუცილებელი აღჭურვილობით დაკმაყოფილდებიან კარიერებზე და განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომლები. მეორე ეტაპზე – გამამდიდრებელი ფაბრიკისა და სადნობი ქარხნის თანამშრომლები; მესამე ეტაპზე – ოფისებში მომუშავე  მოსამსახურეები და ბოლოს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი.

პირველ ეტაპზე შესაძენი სპეცტანსაცმლის ჩამონათვალი და აღწერილობა:

სპეცშარვალი; სპეცქურთუკი ან ხალათი (სეზონის შესაბამისად)

ტყავის ჩექმა, რომლის ძირი და ზედაპირის წინა მხარე დაცულია მეტალით, რომელიც დაიცავს მომუშავე თანამშრომლებს ფიზიკური ზიანისგან.

საწვიმარი და ხელთათმანები; რეზინის ჩექმები, ასევე მეტალით დაცული;

ჩაჩქანი (ქუდი) და დამცავი სათვალე; ხმაურჩამხშობი საყურისი, რომელიც მაგრდება ჩაჩქანზე; ყურის საცობი; მტვრისგან დამცავი ერთჯერადი რესპირატორი.

განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე თანამშრომლებისთვის კომპანია  სპეციალურ  რესპირატორებს  შესაბამისი ფილტრებით, რეზინის კომბინიზონებსა და სპეციალურ რეზინის ხელთათმანებს შეიძენს.


Share.

Comments are closed.