ერთთვიანი გაფიცვის შემდეგ დღეს პირველად შედგება შეხვედრა კომპანიის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შორის. სამმხრივი კომისია ერთობლივად იმსჯელებს როგორც თანამშრომელთა მოთხოვნაზე, ისე კომპანიის მდგომარეობაზე.
„ამ შეხვედრაზე დადებითად გადაწყდება ყველაფერი, იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები, ვიმსჯელებთ და შევთანხმდებით, მხარში გვიდგას მთავრობაც, პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოვეხმაურებით და თანამშრომელთა სახელით მადლობას მოვუხდით, მისგან ვგრძნობთ თანადგომას“. _ აღნიშნა თანამშრომლების სახელით პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი რთველაძემ.