კომპანია RMG-ის მუშების პირობების გაუმჯობესების მიზნით, სველი წერტილების რეაბილიტაცია დაიწყო

0

PicMonkey Collageკომპანია RMG-ის გამამდიდრებელ ფაბრიკაში, მუშების პირობების გაუმჯობესების მიზნით, სველი წერტილების რეაბილიტაცია დაიწყო. მთავარი კორპუსის  ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაკეთდა ქალების საშხაპე,  მამაკაცების საშხაპე კი  რამდენიმე დღეში დაიწყებს ფუნქციონირებას. რეაბილიტაცია უტარდება გამამდიდრებელი ფაბრიკის სპორტულ დარბაზს. ამ ობიექტების დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროცესი იგეგმება სარემონტო მექანიკურ საამქროშიც.

კომპანიის სამეურნეო განყოფილების წარმომადგენლის, ალბერტ კუსიანის ინფორმაციით, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მენეჯმენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და პერიოდულად სხვადასხვა საწარმოებში გარკვეული სამუშაოები ჩატარება.

„დირექციის მიდგომა შეიცვალა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“- აცხადებებენ კომპანიაში.


Share.

Comments are closed.