ინფორმაცია კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ

0

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის Young Learners, KET/KET fs, PET/PET fs, FCE/FCE fs, CAE, BEC, TKT, რომლებიც 2014 წლის მაისსა და ივნისში ჩატარდება, რეგისტრაცია 20 მარტიდან 18/30 აპრილამდე გაგრძელდება.

ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ წერილობით გამოცდებზე: Young Learners, KET/KET fs, PET/PET fs, FCE/FCE fs, CAE, BEC, TKT. რეგისტრაცია ზოგ გამოცდაზე 18 აპრილამდე, ხოლო ზოგიერთზე კი 30 აპრილამდე გაგრძელდება. დარეგისტრირების მსურველებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან ( www.naec.ge) უნდა ამობეჭდონ სააპლიკაციო ფორმა და შეავსონ. აპლიკანტმა შევსებულ ფორმას უნდა დაურთოს გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი. პირადობის მოწმობის ან პასპორტის არ ქონის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ფოტოსურათიანი ცნობა, რომელიც ასევე შეუძლია ამობეჭდოს ჩვენი ცენტრის ვებ გვერდიდან.

Young Learners Starters, Movers, Flyers
 (A1/A2 დონეები) არის ინგლისური ენის კემბრიჯის ტესტი ნორჩებისათვის.
მას 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები აბარებენ.

KET/KET fs (Key English Test) არის ინგლისური ენის ელემენტარული დონის შესამოწმებელი გამოცდა. იგი წარმოადგენს კარგ საშუალებას შეამოწმოს კანდიდატის საუბრისა და წერის უნარები.
KET აღიარებულია მთელ მსოფლიოში როგორც ბაზისური ინგლისურის შესამოწმებელი საუკეთესო საშუალება.

PET/PET fs (Preliminary English Test) კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის საშუალო დონის საკვალიფიკაციო ტესტირებაა. სერტიფიკატი გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგზაურო მიზნებისათვის.

FCE/FCE fs
 (First Certificate English) კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ გამოცდას უწოდებენ ინგლისურ ენაში (B2 დონე). ასევე გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგზაურო მიზნებისათვის, თუმცა უფრო მაღალ საკვალიფიკაციო დონეს ასახავს, ვიდრე PET-ის გამოცდა.

CAE 
(Cambridge Advanced English) არის უმაღლესი დონის გამოცდა (C1 დონე), რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ, აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნების მისაღწევად. სერტიფიკატს აგრეთვე იყენებენ მსოფლიოს მრავალ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

BEC Preliminary, Vantage, Higher
 (Business English Certificates) (A2/B1/B2 დონეები) არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში: საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებაში, თქვენს მშობლიურ ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის მოძიებასა და ბიზნესთან დაკავშირებული საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლაში. ტესტი ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ საერთაშორისო ბიზნეს გარემოში ინგლისური ენის გამოყენება.

TKT
 (Teaching Knowledge Test) განკუთვნილია ინგლისური ენის იმ მასწავლებლებისათვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. ტესტი ამოწმებს პედაგოგის მიერ ინგლისური ენის სწავლების ძირითადი მეთოდების ცოდნას. TKT -ის გამოცდის ჩაბარება მიზანშეწონილია როგორც დაწყებითი, ასევე მაღალი კლასების მასწავლებელთათვის, ეს ტესტი დაეხმარება პედაგოგებს კარიერულ წინსვლასა და უკეთეს დასაქმებაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია : http://www.naec.ge/saerthashoriso-gamocdebi/siakhleebi/3283-informacia-kembrijis-sasertifikacio-gamocdebis-shesakheb.html?lang=ka-GE


Share.

Comments are closed.