ვახტანგ ლაბაძე საქართველოს ნაკრების წევრი გახდა

0

მკლავჭიდელი ვახტანგ ლაბაძე10 მარტს, თბილისში, სპორტკომპლექს არენაზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობდნენ  სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან. მათ შორის იყვნენ ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხუთი მკლავჭიდელი: გიორგი ქურასბედიანი, რუსლან ალახვერდოვი, ნიკოლოზ ორთოიძე, რაშელი კალიბოვი და ვახტანგ ლაბაძე.

ჩემპიონატზე ორი ასაკობრივი კატეგორია  თვრამეტ წლამდე და ოცდაერთ წლამდე სპორტსმენები მონაწილეობდნენ, სადაც თვრამეტ წლამდელ, ორმოც სპორტსმენს შორის ბოლნისელმა 15 წლის ვახტანგ ლაბაძემ მეორე ადგილი მოიპოვა.

„ორი წელია რაც მკლავჭიდში დავიწყე ვარჯიში, ბოლნისში ბევრ ჩემპიონატზე მიმიღია მონაწილეობა. ასეთ ფართომასშტაბიან ტურნირზე პირველად გავედი,  მეორე ადგილი მოვიპოვე და ჩემს ქალაქს მედლითა და დიპლომით დავუბრუნდი“_ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ვახტანგ ლაბაძემ.

საქართველოს ჩემპიონატში აღებული მეორე ადგილით ვახტანგ ლაბაძე საქართველოს ნაკრების წევრი გახდა და ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემმა მოსწავლემ ასეთი დიდი შედეგი აჩვენა. ვუსურვებ წარმატებებს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები, რათა მასთან ერთად გავიზიარო ეს ბედნიერი წუთები“._ აღნიშნა მწვრთნელმა ირაკლი მახაშვილმა.

Share.

Comments are closed.