ექსტერნის გამოცდებზე გასული 24 მოსწავლიდან 22 პირველ ორ გამოცდაზევე ჩაიჭრა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში ექსტერნის გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდები ხუთ საგანში: ქართული ენა, მათემატიკა, სამოქალაქო თავდაცვა, ისტორიასა და უცხო ენებში ტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან სულ 24 მოსწავლეა დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე გამოცდები ჩატარებულია ქართულ ენასა და მათემატიკაში, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსწავლეები კიდევ სამ საგანს ჩააბარებენ.

გამოცდების მსვლელობას საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალისტები აკონტროლებენ.

„გამოცდები მიმდინარეობს შეუფერხებლად და უპრობლემოდ. დასწრება ასპროცენტიანია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 24 ბავშვიდან მხოლოდ ორმა ბავშვმა მიიღო დადებითი შეფასება. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილების შესაბამისად, ამ ბავშვებში განათლების დონე  ძალიან დაბალია. თუ ბავშვი ამ ხუთი გამოცდიდან ერთში მაინც ჩაიჭრება, მას მომავალ წელს ხელახლა მოუწევს ყველა გამოცდის ჩაბარება. თუმცა მიიღებენ გამოცდილებას და იმედია მომავალ წელს უკეთეს შედეგებს აჩვენებენ“. _ აღნიშნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალისტმა ლევან არსენიძემ.


Share.

Comments are closed.