ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

0

DSC_3822საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები  ახალი წლის შემობრძანებას, ანუ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული, რომელიც 20 მარტს იწყება  და სამი დღე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებასა და გამოცოცხლებას იწყებს. ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოვრუზ ბაირამის შემობრძანებას ზეიმით შეხვდნენ. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ შესრულდა ქართულ-აზერბაიჯანული ცეკვები და სიმღერები. მოსწავლეებმა თეატრალიზებული წარმოდგენებიც შესთავაზეს საზოგადოებას. ტრადიციულ საკრავზე  შესრულდა სიმღერები, მოეწყო სპორტული შეჯიბრებებიც. როგორც აქ მცხოვრები აზერბაიჯანელები აღნიშნავენ, ეს დღე ეროვნული დღესასწაულია, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც ახალმა წელმა ოჯახები კეთილდღეობით, ხვავით და ბარაქით უნდა აავსოს.

ზაქირ მამედოვი, ქვ. ბოლნისის საჯარო სკოლის დირექტორი:

_  გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას. ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის და ბედნიერების მომტანი. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული დაკავშირებულია გაზაფხულის გამოღვიძებასთან, ამ დღეს აუცილებელია  ტკბილეულიდან ფახლავა და ჯეჯილი, რაც ბარაქის და სიცოცხლის სიმბოლოა.

ამ დღეს კიდევ ერთი რიტუალი, ცეცხლის ანთება შესრულდა, რაც გასულ წელს მომხდარი ცუდი ამბის დავიწყებასთან ასოცირდება. ნოვრუზ ბაირამის

დღესასწაულზე ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ.

DSC_3827

DSC_3842

DSC_3856

DSC_3857

DSC_3873


Share.

Comments are closed.