დისველში სოფლის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შემოიღობება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებების ჩატარება გრეძლდება. სოფელ დისველში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა. 
სოფელში, სადაც 90 კომლი ცხოვრობს, უმთავრესი საკითხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შემოღობვაა. გასულ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაკვეთები 560 მეტრის სიგრძეზე შემოიღობა. დარჩენილი მონაკვეთი კი, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე 2014 წელს გამოყოფილი თანხებით შემოიღობება.
,, ახლახანს დასრულდა სოფელ დისველში მოსახლეობასთან შეხვედრა . გასულ წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ამ სოფელში შემოიღობა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი და დღევანდელი შეხვედრიდან შევიტყვეთ, რომ მაცხოვრებლები დარჩენილი მანძლის შემოღობვას ითხოვენ. შედგა კრების ოქმი. მარტის თვის ბოლომდე მოხდება ყველა სოფლის კრების ოქმების გადაგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და პროექტების დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ სამუშაოებს“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.
შეხვედრები დღეს ასევე გაიმართება სოფელ ბოლნისის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებში.


Share.

Comments are closed.