დედამიწის საათს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ  50 – მდე ადმინისტრაციულ შენობაში შაბათს, 29 მარტს, 20:30 – 21:30 საათზე ელექტრო ენერგია გაითიშება. 

ბესო კურტანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

_ დედამიწის საათის აღსანიშნავად ერთი საათით, გამოირთვება სინათლე ეიფელის კოშკზე, ბიგბენზე, თეთრ სახლში. რა თქმა უნდა ამ სოლიდარობის აქციას საქართველოც უერთდება და მათ შორის ბოლნისიც. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი  სამსახურები შეუერთდება ამ სასიკეთო აქციას და 20:30 – 21:30 საათამდე გაითიშება ელექტროენერგია, ვუერთდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ დედამიწის მომავალზე. დიდი ქალაქების ფერხულში ვებმევით ჩვენც. ბოლნისიც არის დედამიწის ისეთივე ნაწილი, როგორიც სხვა დიდი ქალაქები. არ უნდა დააკლდე დედამიწის ფეხის ხმას.

წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავს დედამიწის საათს – ყველაზე ფართომასშტაბიან მსოფლიო კამპანიას ჩვენი პლანეტის დასაცავად.
დედამიწის საათის აღნიშვნა საქართველოში აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს-სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს, სტუდენტებსა და მოქალაქეებს. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა კავკასია”-ს ინიციატივით იმართება.

 

Share.

Comments are closed.