სამმხრივი კომისიის შეხვედრის მეორე რაუნდი დღეს გაიმართება კომპანია RMG-ის გაფიცულ და გათავისუფლებულ თანამშრომლებს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შორის. პირველი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა, სამმხრივმა კომისიამ იმსჯელა ორივე მხარის მოთხოვნებზე. დასაქმებულთა 10 პუნქტიანი მოთხოვნებიდან კომპანიამ პირვე შეხვედრაზე სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა დადო: სადაზღვევო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სპეცტანსაცმელის შეძენა.
მოლაპარაკებების პარალელურად აქციები გრძელდება, ორგანიზატორების განცხადებით ისინი არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.