ბოლნისში მეხილეობის ახალი მეთოდი დაინერგება

0

vashlo bagiბოლნისის მუნიციპალიტეტს საინტერესო ინიციატივით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების”  წევრი; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი რუსლან პოღოსიანი და საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოსთავმჯდომარე არნო სტეფანიანი სტუმრობდნენ. სტუმრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ქალბატონ ალექსანდრა ობოლაძეს, მის მოადგილეებს ბესიკ კურტანიძეს და ლონგინოზ გასანოვს შეხვდნენ.

,,ბოლნისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მუნიციპალიტეტია იმ კუთხით, რომ აქ რამდენიმე ეთნოსი ცხოვრობს, ამიტომ გადავწყვიტეთ აქედან დაგვეწყო.  გამგებელთან შეხვედრის შემდეგ დავგეგმავთ თუ როდის უნდა შევხვდეთ მოსახლეობას, გვაინტერესებს გავიგოთ მათი პრობლემები, როგორ ხედავენ თავიანთ ჩართულობას საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, რადგან სახელმწიფო არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად,  თუ ადამიანების დიდი ნაწილი  (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) იქნება გარიყული საზოგადოებიდან. ეს რომ არ მოხდეს და რამე არ გამოგვეპაროს, ვიწყებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესწავლას, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებსაც ვესტუმრებით”. – აღნიშნა რუსლან პოღოსიანმა.

გარდა სამოქალაქო ინტეგრაციისა,  სტუმრებმა ეკონომიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრეს და ახალი იდეა წარმოადგინეს, რომლის საპილოტე პროგრამაც უკვე განახორციელეს მარნეულის მუნიციპალიტეტში და საკმაოდ წარმატებულადაც.

,,იდეა, რაზეც ვისაუბრეთ ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა ადგილობრივ მოსახლეობას გავაცნოთ ისეთი პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად. ეს არის ინტენსიური ბაღის ანუ ევროპული ტექნოლოგიების ბაღის გაშენება, რომელიც რამოდენიმეჯერ გაზრდის მოგებას, საუბარია სხვადასხვა ხილზე, ესენია: ვაშლი, ალუბალი, მსხალი და ა.შ. იმისათვის, რომ ადამიანი გამდიდრდეს და გაზარდოს თავისი შემოსავალი, არ აქვს საკმარისი მიწის ფართობი, ამიტომ ინტენსიური ბარის გაშენებით ის მცირე მიწაზეც მიიღებს დიდ მოსავალს და შესაბამისდ დიდ მოგებას. ბოლნისში საკამოდ კარგი კლიმატია იმისათვის, რომ ვაშლის კარგი მოსავალი მიიღოს ფერმერმა, საუბარი მაქვს მწვანე ვაშლზე, რომელზეც ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მაგალითისათვის თუ თქვენ ხეებისათვის გამოყავით 100კვ.მ  მიწა,შეგიძლიათ დარგათ 4 დიდი ხე,  ან 16 ჯუჯა ხე, რომლებიც ამ ფართობზე მოგცემენ ორ-სამჯერ მეტ მოსავალს ვიდრე დიდი ხეები. ამასთან მოსავლის აღებას თქვენ დაიწყებთ ნერგების დარგვიდან მესამე წელს, მაშინ როდესაც დიდი ხეები ნაყოფს იძლევიან დარგვიდან მეხუთე-მეშვიდე წელს. გარდა ამისა, იმავე ფართზე შეგიძლიათ სხვადასხვა ვადაში დამწიფების მეტი ხე დარგათ, რათა გახანგრძლივდეს ახალი ხილის მოხმარების ვადა. ჯუჯა ხეებზე წლიდან წლამდე ძალიან იზრდება მოსავალი. მათი მოვლა უფრო ადვილია, ადვილია ნაყოფის დაკრეფაც. ხები ირგვება 1-1,5 მეტრის მანძილზე. სწორედ ამ იდეით გვინდა შევხვდეთ სოფლის რწმუნებულებს, ფერმერებსა და მოსახლეობას. გავაცნოთ ახალი ინიციატივა და დაინტერესების შემთხვევაში დავეხმაროთ მათ ამ მეთოდის დანერგვასა და განხორციელებაში. თუ როგორ მოხდება შემდგომ ბაღის გაშენება, ნერგების ჩამოტანა და ა.შ. ამაზე მოსახლეობას ინტერესიდან გამომდინარე მიეცემა მიმართულება.” -აღნიშნა  არნო სტეფანიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე:

–     ბატონები არნო სტეფანიანი და რუსლან პოღოსიანი საკმაოდ საინერესო იდეით მობრძანდნენ, ვისაუბრეთ  უპირველესად ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც თავისთავად მოიცავს სამოქალაქო ინტეგრაციას, განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება დავიწყოთ  ამ მიმართულებით ფიქრი. წარმოადგინეს სხვადასხვა შეხედულებები, რაც ჩემი აზრით  საინტერესო და მისაღებია. საუბარი გვქონდა უცხოელ ინვესტორზე, რომელსაც სურს შემოსვლა აგრარულ სექტორში, რათა ხელი შეუწყოს მეხილეობის განვითარებას და დანერგოს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, დავგეგმავთ როგორც მოსახლეობასთან, ისე ფერმერებთან და რწმუნებულებთან შეხვედრებს. მოსახლეობას ჩვენგან ექნება ყველანაირი დახმარება თუ მოინდომებენ და დანერგავენ მეხილეობის ახალ მეთოდს, რაც ერთიორად გაზრდის მათ შემოსავალს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას და შეძლებისდაგვარად დავუდგებით გვედში.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.