ბოლნისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

0

ქალაქ ბოლნისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იწყება. სასმელი წყლის სისტემების ქსელის მოწყობის პარალელურად, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ბოლნისში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-4 ეტაპი დაიწყება.

უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდება. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ქალაქ ბოლნისში დარჩენილი ქუჩების გზები მოასფალტდეს.

სამუშაოების მოცულობა 18 თვეზე იქნება გაწერილი. რაც შეეხება ფეკალური მასების გამწმენდი ნაგებობის აშენებას, ამ ვალდებულებას  ადგილობრივი ხელმძღვანელობა იღებს.
,,გასულ კვირას მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვთხოვა ქალაქ ბოლნისის აღმოსავლეთ ნაწილში განსახორციელებელი კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოების პროექტი, პროექტი უკვე შეძენილი გავქვს და ექსპერტიზაზეც არის გატარებული. პროექტი დეტალურად შეისწავლეს, განიხილეს და მალევე დაგვიკავშირდნენ. როგორც ცნობილია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა განახორციელოს ბოლნისის დარჩენილი ნაწილის სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლა. თანხა და პროექტი უკვე დამტკიცებული აქვთ და ელოდებიან კანალიზაციის საკითხის დადებითად გადაჭრას, ვინაიდან სამუშაოები სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა ჩატარდეს პარალელურ რეჟიმში.
მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს უფლება ობიექტები კონკურსის წესით გაანაწილოს, ყველაზე მათავარი კი ის არის, რომ მთელი ქსელის მოწყობის სამუშოებს მთლიანად აცხადებენ, ჩვენ მუნიციპალიტეტს გვაქვს წინადადება, რომ 20 %-ის თანადაფინანსებით შევალთ, ფეკალური გამწმენდი ნაგეგბობის მშენებლობის ღირებულება დაახლეობით ეგ თანხა გამოდის.
სავარაუდოდ პროექტის განხორციელება 18 თვის განმავლობაში მოხდება, ამიტომ ჩვენ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წელს არ გვეჩქარება.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა წინადადება შემოგვთავაზა, რომ ახლავე დავიწყოთ სანიაღვრეების პროექტებზე მუშაობა. როგორც კი ქსელის სამუშაოების გარკვეული ეტაპი განხორციელდება, იმ ქუჩებზე პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყოს სანიაღვრეების მოწყობა, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ქუჩების მოასფალტება. დიდი ალბათობაა, რომ სანიაღვრე სისტემების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განხორციელოს. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდებ “ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.