ბოლნისში კარტოფილის დარგვა დასასრულს უახლოვდება

0

3

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2099 ჰექტარ მიწის ფართობზე ფერმერებს კარტოფილი მოჰყავთ სოფლებში: ნახიდური, თამარისი, ტალავერი, რაჭისუბანი, მამხუტი, ქვემო ბოლნისი. გასულ წელს ერთ ჰექტარზე მოწეულმა მოსავალმა საშუალოდ 22 ტონა შეადგინა, ჯამში 2099 ჰექტარზე 46 178 ტონა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ კიდევ ზამთრის მიწურულს იწყება. სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან  გამორჩეული კულტურა, რომელიც ბოლნისში მოდის, კარტოფილია. მეკარტოფილეობა ერთ-ერთ მსხვილ აგრო ბიზნესს წარმოადგენს.

4

1

2

მეკარტოფილეობას მუნიციპალიტეტში 730 მიწის მესაკუთრე მისდევს.

კარტოფილის პირველი მოსავალი ბაზარზე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან შედის. ბოლნისში მოწეული კარტოფილით საქართველოს რეგიონები და დედაქალაქი მარაგდება.

7

6

5

 

 

 

 

 

წელს კარტოფილის რგვა 15 თებერვალს დაიწყო და 15 მარტს დასრულდება.

10

9

8

 

 

Share.

Comments are closed.