ბოლნისში ექსტერნების გამოცდები მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ჩააბარა

0

ექსტერნების გამოცდებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან სულ 24 მოსწავლე მონაწილეობდა, აქედან მხოლოდ ერთმა მიიღო დადებითი შეფასება, 23 კი ჩაიჭრა. მათ გამოცდების ჩაბარების შანსი მომავალ წელს კიდევ ერთხელ მიეცემათ.

ექსტერნების გამოცდები ბოლნისის მუნიციპალიტეტში 17 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა. მოსწავლეები გამოცდებს ხუთ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სამოქალაქო თავდაცვა, ისტორიასა და უცხო ენებში აბარებდნენ. გამოცდების მსვლელობას კი საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალისტები აკონტროლებდნენ.

Share.

Comments are closed.