ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკური ოლიმპიადიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

0

საგნობრივი რესპუბლიკური ოლიმპიადა IX, X, XI და XII კლასებს შორის ჩატარდა, სადაც ბოლნისის №1 საჯარო სკოლიდან ხუთი მოსწავლე მონაწილეობდა. რესპუბლიკის მასშტაბით ქიმიის საგნიდან  საუკეთესო ასეულში მოხვდნენ X კლასის მოსწავლეები: თათა გაბიძაშვილი, მარიამ ხოფერია და მაკა გოგებაშვილი. ხოლო ბიოლოგიაში საუკეთესო ასეულში მოიპოვეს ადგილი  XII კლასის მოსწავლეებმა: ნინო ახვლედიანმა და ქეთი მახარაშვილმა.  რესპუბლიკურ ოლიმპიადამდე  მათ წარმატებით გაიარეს ჯერ სასკოლო, შემდეგ კი რეგიონალური მასშტაბით გამართული საგნობრივი ოლიმპიადები.

„ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს. ხუთივე მოსწავლე, რომლებიც რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობდნენ, გამარჯვებულები დაბრუნდნენ. XII კლასელები მიიწვიეს ბაზალეთზე, ისინი სხვა გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იქ არსებულ ქიმიის ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდებში. ხოლო X კლასელები კი, გაემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში, სადაც გაიმართება როგორც გასართობი, ასევე საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები“. -აღნიშნა ბოლნისის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა ტყემალაძემ.


Share.

Comments are closed.