მეორე დღეა მიმდინარეობს შეხვედრები მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციების, სოფლებისა და ქალაქ ბოლნისის სხვადასხვა უბნების გუნდები.
დღევანდელი შეხვედრები შემდეგი შედეგით დასრულდა: ბოლნისის ცენტრალური ქუჩების გუნდი – სოფელ აკაურთის გუნდი 14:2, ფრედ დაასრულეს შეხვედრის ძირითადი დრო სახანძრო სამსახურის გუნდმა და ტაშკენტის (ე.წ ხუთიანების) გუნდმა, რის შემდეგაც დაინიშნა პენლები, საბოლოოდ გამარჯვება სახანძრო სამსახურის გუნდმა მოიპოვა 4:2.