ბოლნისის „ყოჩები”-სა და რუსთავის „ხარები”-ს შეხვედრა ჩხუბის შედეგად ჩაიშალა

0

13:3 დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი ბოლნისის „ყოჩებსა” და რუსთავის „ხარებს” შორის. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოედანზე გუნდებს შორის ჩხუბი მოხდა. შეხვედრის არბიტრმა ორ რუსთაველს წითელი ბარათები, „ყოჩების” ორ მოთამაშეს  კი ყვითელი ბარათები მისცა. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო „ხარებმა” მინდორი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„რა თქმა უნდა, თამაშის შედეგი 13:3-ია ჩვენს სასარგებლოდ. დანარჩენზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. 4 ქულა აუცილებლად გვექნება, დანარჩენი რა და როგორ იქნება კომიტეტის გადასაწყვეტია. არ არის გამორიცხული 5 ქულა ჩაგვეთვალოს”- აღნიშნა  bolnisi.ge- სთან საუბარში „ყოჩების” გუნდის ხელმძღვანელმა თემურ გაფრინდაშვილმა.


Share.

Comments are closed.